Wednesday, December 14, 2011

პროექტი - რა არის ვაქცინაცია?

პროექტის მთავარი იდეა: ვაჩვენებთ მოსწავლეებს რამდენად მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას.მოსახლეობაში ვაქცინაციის უარყოფა და მისი სოციოლოგია.
პროექტის აქტუალობა: ინფექციური დაავადებების ხშირიანობა, მათი  პრევენციის შეცვლამ გამოიწვია გართულებული ფორმით  დაავადებების გადატანა. ერთე–რთი მიზეზი ამისა არის მშობლის დაუდევრობა. პატარა ბავშვების დაინტერესება გააღვივებს საზოგადოების პასუხისმგებლობას ამ საკითხთან დაკავშირებით.
პროექტის მიზნები: განუვითაროთ მოსწავლეებში კვლევის უნარ–ჩვევები, ძიების, დიოგრამების აგების უნარს ეუფლებიან. განუვითაროთ პრეზენტაციაზე  გამოსვლის უნარ–ჩვევები.
მონაწილეთა  ასაკი: მე–6 კლასი.
ვადები: 20 დღე.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლე იძენს ცოდნას, უვითარდება დიაგრამის შედგენის უნარ–ჩვევები,კვლევის უნარ–ჩვევები,პრეზენტირების უნარ–ჩვევები.
 პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვატმანის ფურცელი, მარკერები, მოსახლეობა, ანკეტები,დიოგრამები,პროექტორი,პრეზენტაციისათვის ტექნიტური აღჭურლილობა.
პროექტის მსვლელობა:
 1. სამუშაო რვეულში დავალების შესრულება.
 2. ანკეტების შევსება.
 3. ანკეტების შედეგების ცხრილში შეტანა:
 4. დიოგრამის შექმნა.
 5. სტუმრების მოწვევა/ექიმი–პედიატრი, ბიოილოგები/.
 6. პრეზენტაცია.
 საგნებთან კავშირი:
 ბუნება, მათემატიკა.
 პროექტის ხელმძღვანელი: თამარ მიქაუტაძე.
 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: miqautadze.t@gmail.com
 პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:tamarniko.blogspot.com



Friday, October 14, 2011

ჩემს შესახებ

დავიბადე საქართველოში, სტუმართმოყვარე იმერეთში, ქუთაისში. დაწყებითი სკოლა მაქვს დამთავრებული გერმანიაში.საშუალო სკოლის ატესტატი მივიღე ქ.ქუთაისის მე–!3 საჯარო სკოლაში.უმარლესი განათლება მივიღე ყაზახეთში სპეციალობით ქიმიის და ბიოლოგიის პედაგოგი. დავბრუნდი ჩემს მშობლიურ ქალაქში,ჩემს საყვარელ სკოლაში. დავიწყე ორგანიზატორის თანამდებობით,შემდეგ დაწყებითი სკოლის სასწავლო ნაწილათ.დავოჯახდი,მყავს მეუღლე და ვაჟი. ვარ სერტიფიცირებული პედაგოგი ბუნებისმცოდნეობაში. ვარ კომუნიკაბელური,ტოლერანტული,დისციპლინირებული,სამართლიანი ადამიანი.მიყვარს ჩემი სამშობლო,ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი. არსად სხვაგან ცხოვრება არ მინდა,მაგრამ მინდა მშვიდობა,კეთილდღეობა,წარმატება,გაბრქყინება,სიხარული,ჯანსაღი თაობები უსურვო ჩემს საქართველოს.